მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 158 246 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Pierre Boulez (1968).jpg
პიერ ლუი ჟოზეფ ბულეზიფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, პუბლიცისტი და არაერთი მუსიკალური დაწესებულების დამფუძნებელი, ომისშემდგომი პერიოდის ერთ-ერთი დომინანტი ფიგურა კლასიკურ მუსიკაში. ბულეზი დაიბადა მონბრიზონში, საფრანგეთის ლუარის დეპარტამენტში, ინჟინრის ოჯახში. სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში ოლივიე მესიანთან, ხოლო კერძო გაკვეთილებს ანდრე ვორაბურგთან და რენე ლეიბოვიცთან იღებდა. პროფესიული კარიერა 1940-იანი წლების ბოლოს, პარიზში, რენო-ბაროს თეატრის მუსიკალური დირექტორის პოსტზე დაიწყო. 1950-იან წლებში ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალური ავანგარდის წამყვანი ფიგურა გახდა, ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ინტეგრალური სერიალიზმისა და ალეატორული მუსიკის განვითარებაში. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ერთ-ერთმა პირველმა გამოსცადა ინსტრუმენტული მუსიკის ელექტრონული გარდაქმნები ცოცხალ რეჟიმში. ადრინდელი ნაწარმოებების რევიზიისკენ მიდრეკილების გამო მის მიერ დასრულებული ნაწარმოებების რიცხვი შედარებით მცირეა, მაგრამ მოიცავს რამდენიმე ნამუშევარს, რომელიც XX საუკუნის კლასიკურ მუსიკაში საეტაპო მნიშვნელობისაა, მათ შორის Le Marteau sans maître („ურო ოსტატის გარეშე“), Pli selon pli („შრეებად“) და Répons („პასუხები“). მისმა უკომპრომისო ერთგულებამ მუსიკალური მოდერნიზმისადმი და მუსიკის შესახებ მოსაზრებების გამოთქმის მძაფრმა, პოლემიკურმა მანერამ მუსიკალური დოგმატისტის სახელი დაუმკვიდრა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

აბო თბილელი
აბო თბილელი (დ. დაახლ. 757 - გ. 6 იანვარი, 786) — ქრისტიანობისათვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 იანვარი, ახალი სტილით - 21 იანვარი. მიჩნეულია ქალაქ თბილისის მფარველად. აბო თბილელის მოწამეობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანის ძემ.



HSBild.svg

დღის სურათი

W-circle.svg

სიახლეები

რობერტა მეცოლა
  • ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა (სურათზე) აირჩიეს.
  • საპროტესტო აქციების შედეგად ყაზახეთის მთავრობა გადადგა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიჰან სმაილოვი დაინიშნა.
  • ქართველი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • სამხრეთ აფრიკელი სასულიერო მოღვაწე და აქტივისტი დეზმონდ ტუტუ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • გაბრიელ ბორიჩი ჩილეს პრეზიდენტად აირჩიეს.
  • კირილ პეტკოვი ბულგარეთის კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

  • HSDagensdatum.svg

    21 იანვარი — ამ დღეს...

    ლენინი
  • 1189 : საფრანგეთის მეფე ფილიპ II და ინგლისის მეფე რიჩარდ I მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისთვის ჯარის შეგროვებას იწყებენ.
  • 1643 : აბელ ტასმანმა ტონგა აღმოაჩინა.
  • 1720 : სტოკჰოლმის ხელშეკრულებებით შვედეთი და პრუსია დაზავდნენ.
  • 1793 : პარიზში ლუი XVI-ს (სურათზე) ქვეყნის ღალატის ბრალდებით გილიოტინაზე სახალხოდ თავი მოკვეთეს.
  • 1911 : მონტე-კარლოს ავტორბოლა პირველად ჩატარდა.
  • 1925 : იაპონიამ საბჭოთა კავშირი ცნო და შორეული აღმოსავლეთიდან საკუთარი ჯარები გაიყვანა.
  • 1976 : ზესწრაფი თვითმფრინავის, კონკორდის პირველი კომერციული რეისი შედგა.
  • 1977 : აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ამნისტია გამოუცხადა ყველას, ���ინც ვიეტნამის ომში გაწვევას თავი აარიდა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა